თეგი: ჩრდილოეთ მაკედონია

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი დაუნის სინდრომის მქონე ბავშს, რომელსაც სკოლაში დასცინოდნენ, სასკოლო ოთახამდე გაჰყვა

სტევო პენდაროვსკიმ, 11 წლის გოგო, რომელიც სკოლაში ე.წ. ბულინგის მსხვერპლი იყო, საკლასო ოთახამდე მიაცილა, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს. პრეზიდენტი დედაქალაქ სკოპიედან 65 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ გოსტივარში სპეციალურად ჩავიდა. „ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ამ საზოგადოებაში. მოვედი იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მის მიმართ“, - თქვა პენდაროვსკიმ. ამასთან, სკოლაში ბავშვის ჩაგვრის გამო, გამოძიება დაიწყო.    

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ჩრდილოეთ მაკედონიამ ხუთი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ცნობილია, დიპლომატებმა ქვეყანა 5 დღეში უნდა დატოვონ. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ჩრდილოეთ მაკედონიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და განუცხადეს, რომ 5 რუსმა დიპლომატმა ჩაიდინა ქმედებები, რომლებიც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ნორმებს ეწინააღმდეგება.  ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა

ჩრდილოეთ მაკედონიამ კიდევ 6 რუსი დიპლომატი გააძევა

ჩრდილოეთ მაკედონიამ დიპლომატიური ნორმების დარღვევის გამო ექვსი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის დატოვება უბრძანა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილს. „ეს პირები ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და მათ მოუწევთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დატოვება მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ეს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 2022 წლის მარტში, ხუთ რუს დიპლომატს დაატოვებინეს ჩრდილოეთი მაკედონია, როგორც სკოპიემ უწოდა, დიპლომატისთვის "შეუფერებელი" საქმიანობის გამო. ანალოგიური ზომები მიიღეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც. აპრილის დასაწყისში რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, დანიიდან და შვედეთიდან გააძევეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა. 7 მარტს, რუსეთმა მაკედონია „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ასევე წაიკითხეთ  მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა რუმინეთმა და სლოვენიამ რუსი დიპლომატები გააძევეს გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა კოსოვომ რუსი დიპლომატები გააძევა

ევროკავშირი გაწევრიანების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებას დაეთანხმა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალას განცხადებით, გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ კოვაჩევსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. „ევროკავშირის საბჭო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ახლახან დათანხმდა. ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ. ეს ჩვენი პრეზიდენტობის დიდი წარმატებაა“, - აღნიშნა პეტრ ფიალამ. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან ჩეხეთმა გადაიბარა 19 ივლისს, პეტრ ფიალამ ბრიუსელში გამართა შეხვედრას ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრებთან. მისი განცხადებით, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა მნიშვნელოვანი დღეა ევროპისთვის. „ორივე ქვეყანა გამოხატავს მტკიცე ნებას, რაც შეიძლება მალე გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ასევე ჩეხეთის ინტერესებშია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდნენ ევროკავშირში“, - აღნიშნავს ფიალა. ცნობისთვის, მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2004 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი, 2005 წელს მიიღო. ალბანეთმა განაცხადი 2009 წელს შეიტანა და კანდიდატის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. მაკედონია და ალბანეთი NATO-ს წევრები არიან.  

ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან

ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიაში გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მხარდაჭერით, სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსულის, პროფესორ მარკო ანდონოვის ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართველი სტუდენტებისთვის „საპრეზიდენტო სტიპენდიის“ დაწესების შესახებ. სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში – University American College Skopje ქართველი სტუდენტების განაცხადების მიღება მოხდება ორ სამაგისტრო პროგრამაზე – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურის სრულად დაფარვას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.  

ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიაში გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მხარდაჭერით, სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსულის, პროფესორ მარკო ანდონოვის ინიციატივით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართველი სტუდენტებისთვის „საპრეზიდენტო სტიპენდიის“ დაწესების შესახებ. სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში – University American College Skopje ქართველი სტუდენტების განაცხადების მიღება მოხდება ორ სამაგისტრო პროგრამაზე – საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურის სრულად დაფარვას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.  

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას განიხილავს

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობა უკრაინაში 12 Mi-24 საბრძოლო შვეულმფრენის გადაცემის გადაწყვეტილებას 29 მარტს სხდომაზე განიხილავს, მას შემდეგ რაც გენერალური შტაბი წინადადების ანალიზს დაასრულებს. ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა სლავიანკა პეტროვსკამ ტელეკომპანია Alsat-ის გადაცემა 360 გრადუსთან ინტერვიუში განაცხადა. პეტროვსკამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე. 2022 წლის ივლისის ბოლოს, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას T-72 ტიპის ტანკებს და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს გადასცემს.  

ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინისთვის საბრძოლო შვეულმფრენების გადაცემა დაამტკიცა

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობამ უკრაინისთვის საბრძოლო შვეულმფრენების გადაცემა დაამტკიცა, იტყობინება ადგილობრივი მედია Fokus 30 მარტს. მთავრობის განცხადებაში არ აკონკრეტებენ ვერტმფრენების არც რაოდენობას და არც ტიპს. თუმცა 26 მარტს, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა სლავიანკა პეტროვსკამ ისაუბრა ამ თემაზე.  პეტროვსკამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ მაკედონიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებზე. 2022 წლის ივლისის ბოლოს, ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას T-72 ტიპის ტანკებს და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს გადასცემს.  

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

10-11 აპრილს, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი ეწვევა. ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც პრესისთვის გაკეთდება ერთობლივი განცხადებები. ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ბუიარ ოსმანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.  

ბუიარ ოსმანი: მოუთმენლად ველი 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუიარ ოსმანი საქართველოს ეწვია, - ამის შესახებ ეუთოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Twitter-ზე დაწერა. „სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს თბილისიდან ვიწყებ. მოუთმენლად ველით 2023 წლის პრიორიტეტების განხილვას ეროვნულ ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ეუთო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას კოლეგებთან, უსაფრთხოების სამივე განზომილებაში და 2008 წლის კონფლიქტის შედეგებთან გამკლავებაში“, - დაწერა ბუიარ ოსმანმა Twitter-ზე. ბუიარ ოსმანს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ოსმანი უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთსაც ეწვევა.   

ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას - დარჩიაშვილი

საქართველო მყარად გააგრძელებს მხარდაჭერას იმ პრიორიტეტების მიმართულებებით, რომელიც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან არის განსაზღვრული, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ბუიარ ოსმანთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა. “ჩვენ ძალიან ვაფასებთ ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხების ეუთოს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის,როგორც ეუთო-ს ორგანიზაციის ფარგლებში არსებული მექანიზმების მიმართულებით, ისე ორგანიზაციის მიღმა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა არაღიარების პოლიტიკის მიმართულებითაც. შეხვედრისას ვისაუბრეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ამ კონფლიქტით გამოწვეულ შედეგებზე, ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული, სოციალური, ადამიანების უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. მქონდა შესაძლებლობა ჩემი კოლეგისთვის გამეზიარებინა ჩვენი ხედვები და მოსაზრებები. გვქონდა ასევე საუბარი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, როდესაც საქმე ეხება კონფლიქტის დარეგულირებას. სულ ახლახან ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი“,-განაცხადა დარჩიაშვილმა. როგორც მან განმარტა, შეხვედრისას საუბარი შეეხო იმას, თუ როგორია საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა. „მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი ოსმანი ხვალ საოკუპაციო ხაზს ეწვევა. ასევე მოინახულებს დევნილთა დასახლებას. ამისთვის მას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. მას ექნება შესაძლებლობა, თავად იხილოს ადგილზე არსებული სიტუაცია. შევეხეთ რეგიონში არსებულ გართულებულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. უკრაინაში მიმდინარე ომს. ამ კუთხით ყურადღება გავამახვილე უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეუთოს ყველა მექანიზმის გამოყენების მნიშვნელობაზე“,-განაცხადა დარჩიაშვილმა. მისივე განმარტებით, საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას. „ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს. საქართველო გააგრძელებს არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთოს სამივე განზომილების ფარგლებში. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეუთოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ორგანიზაცია,როგორც აქამდე, მომავალშიც გააგრძელებს მშვიდობის, სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეს მნიშვნელოვანი პროცესი მხარდაჭერილი იქნება“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.  

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს თავმჯდომარე, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუიარ ოსმანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. „საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუიარ ოსმანის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან არის გაცხადებული“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში იგორ ჯუნდევი, ეუთოში ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ადელინა მარკუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი.  

ჩრდილოეთ მაკედონიამ რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ჩრდილოეთ მაკედონია გახდა 36-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა იმ ქვეყნების ძირითად ჯგუფს, რომლებიც რუსეთის აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. „ჩრდილოეთი მაკედონია გახდა 36-ე ქვეყანა, რომელიც შეუერთდა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ვაფასებ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც უერთდებიან ჩვენს ბრძოლას სამართლიანობისთვის. სპეციალური ტრიბუნალის მხარდაჭერა სულ უფრო იზრდება", - აღნიშნა კულებამ.  2022 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის ხელმძღვანელობით, რომელიც სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხზე მუშაობს. ასეთი ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროპარლამენტმა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ და ცალკეულმა სახელმწიფოებმა.  

ჩრდილოთ მაკედონია უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას შეუერთდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ მაკედონიას უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციასთან მიერთებისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობელი ვარ ჩრდილოეთ მაკედონიის, რომ შეუერთდა G7-ის დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მხარდასაჭერად და გახდა მე-15 ქვეყანა, ვინც ეს გააკეთა. ვაფასებ პრემიერ-მინისტრ, დიმიტარ კოვაჩევსკის პირად ძალისხმევას ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის გასაძლიერებლად,“ - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. საბერძნეთი უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას შეუერთდა ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს.  

ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში არ შეუშვეს - მედია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიაში არ შეუშვეს. ის ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობას გეგმავდა. ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია რუსული თვითმფრინავებისთვის. ინფორმაციას Nexta ავრცელებს. პან-ევროპული უსაფრთხოების ორგანოს, რომელიც ყოველწლიურ მინისტერიალს სკოპიეში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით, გამართავს, ამჟამად ჩრდილოეთ მაკედონია თავმჯდომარეობს.  

ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინელი ჯარისკაცების პირველი ჯგუფის წვრთნა დაასრულა

ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინელი ჯარისკაცების პირველი ჯგუფის წვრთნა დაასრულა. ეს პროცესი უსაფრთხოების მიზეზების გამო აქამდე გასაიდუმლოებული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Balkan Insight-ი ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბალკანეთის ქვეყანა ტრენინგს 2024 წლის განმავლოაბში და ვიდრე საჭიროება იქნება, გააგრძელებს,“ - განაცხადა სლავიანკა პეტროვსკამ. წვრთნები ჩრდილოეთ მაკედონიის სამხედროების კუთვნილ ობიექტებზე მიმდინარეობს, მაგრამ მინისტრმა არ დააკონკრეტა სწავლების ტიპი ან უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებმაც ეს სწავლება გაიარეს. ჩრდილოეთ მაკედონია 2020 წლიდან NATO-ს წევრია. ქვეყანამ უკრაინას სამხედრო დახმარებაც მიაწოდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 100 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ტრენინგი პარტნიორ ქვეყნებში უკვე გაიარა.  

მედია: ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სხდომა სკოპიეში მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო იუწყება. აშშ-ის მთავარი დიპლომატი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუჯარ ოსმანის შეხვდა და არაფორმალურ ვახშამს დაესწრო, რომლის დროსაც ეუთოს წარმომადგენლებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განიხილეს. ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ. კარპენტერი ეუთოს მინისტერიალზე: ჩვენ ვგეგმავთ, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიაზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას  

უკრაინამ და ჩრდილოეთ მაკედონიამ, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს

ტირანაში "უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა ტალატ ჯაფერმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. ერთობლივმა დეკლარაციამ ასევე დაადასტურა ყოვლისმომცველი დახმარების გაგრძელება ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენისთვის ბრძოლაში. ასევე, მხარეებმა აღიარეს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა. დოკუმენტში უკრაინის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის მეთაურმა დაგმეს რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხისა და ინფრასტრუქტურის, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტების, სკოლების, საავადმყოფოების და საცხოვრებელი კორპუსების მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს უკრაინის 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის ტერიტორიიდან ყველა რუსული ჯარის დაუყოვნებელი და სრული გაყვანის აუცილებლობას. „დოკუმენტში აღნიშნულია ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერა უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ჩვენი ქვეყნის NATO-ში მოწვევა შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მხარდაჭერა უკრაინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში," - წერია განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერმინისტრმა დაადასტურეს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულების, მათ შორის აგრესიის დანაშაულის გამოძიების და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. დეკლარაციაში ასევე დაფიქსირებულია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მხარდაჭერა. ლიდერებმა გამოთქვეს სურვილი, განავითარონ ორმხრივი კავშირები და გააღრმაონ თანამშრომლობის პოტენციალი სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.  

ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს

ჩრდილოეთ მაკედონიამ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია - მმართველმა სოციალ-დემოკრატებმა ისტორიული მარცხი განიცადეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, იუწყება AP. 70 წლის, სამართლის პროფესორი, კონსერვატორების მიერ მხარდაჭერილი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა გამარჯვებულად გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თითქმის 65-იანი მხარდაჭერა მიიღო. სილიანოვსკა-დავკოვამ ხაზი გაუსვა ქალებისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპს და პირობა დადო, რომ მათთან ერთად რეფორმებს ადვოკატირებას გაუწევს. იმავდროულად, სტევო პენდაროვსკიმ აღიარა დამარცხება მას შემდეგ, რაც ხმების 29%-ზე მეტი მიიღო. სილიანოვსკა-დავკოვამ მხარდაჭერა მოიპოვა მემარჯვენე VMRO-DPMNE პარტიისგან, რომელმაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია ევროკავშირში ინტეგრაციის ნელი ტემპით და ეკონომიკური სტაგნაციის გამო.  საპარლამენტო რბოლაში VMRO-DPMNE და მისი კოალიცია ხმების თითქმის 43%-ით ლიდერობდნენ, ხოლო SDSM-ის ხელმძღვანელობით დიდი ხნის კოალიცია მეორე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა. SDSM-ის ლიდერმა დიმიტარ კოვაჩევსკიმ აღიარა თავისი პარტიის დამარცხება და გადადგომის შესახებ განაცხადა. საარჩევნო კამპანია ფოკუსირებული იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესზე, კანონის უზენაესობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკურ ზრდაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ მაკედონია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ადრეული ლიდერი იყო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, 2005 წლიდან გაწევრიანების გზაზე გამოწვევებს წააწყდა.